
დარჩიაშვილი: „აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“
20/10/2022 14:05:01 კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას საპასუხოდ. ინჯია დაინტერესდა, მიაჩნია თუ არა მინისტრს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე შესაძლებელია.
„კითხვაზე, მიმაჩნია თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დიახ, გიდასტურებთ და ვთვლი, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“,- განაცხადა საპასუხოდ ილია დარჩიაშვილმა.