
რუსეთის არმიას არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ფრონტი გახსნას – ISW
21/10/2022 07:12:31 ევროპა
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბელარუსიდან თავდასხმის სცენარი უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის არმიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი შეტევა წამოიწყოს.
ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინისა და ბელარუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია და უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილი ჭაობებით არის დაფარული, რაც რუსების თავდასხმის რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.
იხილეთ ასევე:
ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევის განახლების საფრთხე იზრდება - უკრაინის გენშტაბი
"ზეწოლა უპრეცედენტოდ გაიზარდა“: რით დაეხმარება ლუკაშენკო პუტინს