Accentnews.ge
ევროპარლამენტმა სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტები უკანონოდ ცნო

ევროპარლამენტმა სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტები უკანონოდ ცნო

21/10/2022 08:18:08 კონფლიქტები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობისთვის რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოეთის პასპორტების არაღიარების შესახებ.

საკონონმდებლო პროექტის მიღებისთვის შეთანხმებულია ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებების მანდატი.

კანონსპროექტს მხარი 540-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 36-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონიასა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია უკანონოა და რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამდენად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოკავშირეები ევროპული ეკონომიკური ზონიდან ამიერიდან აღარ უნდა იღებდნენ სამგზავრო დოკუმენტებს, რომლებიც რუსეთის მიერ ხსენებულ რეგიონებშია გაცემული. მათი წინადადებაა, ევროკომისიამ კონსულტაციები ჩაატაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს იმ რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც სამომავლოდ ევროპაში აღარ უნდა მიიღებოდეს. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება შეათანხმეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა.

ელჩების გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტეს ოკუპირებულ აფხაზეთში. როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, აისახოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროექტების გაგრძელებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S