Accentnews.ge
ოსურმა "პარლამენტმა" ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებასთან მიერთებას დაუჭირა მხარი

ოსურმა "პარლამენტმა" ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებასთან მიერთებას დაუჭირა მხარი

21/10/2022 09:42:53 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ერთმხად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსის შესახებ შეთანხმებასთან" მიერთების თაობაზე.

დოკუმენტთან მიერთება, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში საბაჟო გადასახადების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, ამდენად ეს ნაბიჯი მიზანშეუწონელია და საზიანოც კი ოსური ეკონომიკისთვის, თუმცა მასზე უარის თქმა უკვე შეუძლებელია, რადგან ცხინვალი მოსკოვთან შესაბამისი ვალდებულებებითა დააკავშირებული, - აცხადებენ ადგილობრივი ექსპერტები.

თავის მხრივ კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ "კანონპროექტის მირება შესაძლებლობას მისცემს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოებს, რუსეთის ფედერაციის დახმარებით შექმნან საფუძველი საბაჟო ოპერაციებისთვის, პროგრამული საშუალებებისა და ტექნოლოგიებისთვის, ავტომატიზაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებისთვის".

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმება, რომელიც მათ შორის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას ითვალისწინებს, მოსკოვში 2015 წლის 18 მარტს გაფორმდა, ხოლო თავად შეთანხმება საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ - 2016 წლის 25 აპრილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S