Accentnews.ge
ზელენსკის მიერ დამტკიცებული სანქციები აფხაზ და ოს ჩინოსნებზეც გავრცელდება

ზელენსკის მიერ დამტკიცებული სანქციები აფხაზ და ოს ჩინოსნებზეც გავრცელდება

21/10/2022 14:06:07 კონფლიქტები, პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დამტკიცებული სანქციები აფხაზ და ოს ჩინოსნებზეც გავრცელდება. როგორც დოკუმენტშია განმარტებული აღნიშნული პირები 2018 წელს ე.წ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამართულ უკანონო არჩევნებში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობდნენ.

სიაში, კერძოდ, მოხვდნენ: ოსური დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ყოფილი მოადგილე რუსლან თედეევი და ექს-დეპუტატი ბახვა თედეევი მის კოლეგა იგორ ჩოჩიევთან ერთად, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი დავით გაზაევი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა, დე ფაქტო ცსკ-ის ყოფილი თავმჯდომარე თამაზ გოგია და აფხაზური "პარლამენტის" ექს-დეპუტატი ალმასხან არძინბა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირთა მიმართ სანქციების პირველი პაკეტი უკრაინამ ჯერ კიდევ 2019 წელს დააწესა. ახალი სანქციები, რომელიც 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს, ითვალისწინებს ხსენებულ პირთა უკრაინაში შესვლის აკრძალვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ მათი კაპიტალების გატანის პრევენციასა და სხვა რიგ ღონისძიებებს.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ დღეებში ხელი მოაწერა სასანქციო პაკეტს რიგი რუსი ბიზნესმენებისა და მათთან ერთად საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რიგი ნათესავებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S