"პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითრების აღსრულების ახალი წესი ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება

21-10-2022 18:52:05 ,

"პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითრების აღსრულების ახალი წესი ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

ახალი წესის თანახმად, იმ შემთხვევაში , თუ სამართალდამრღვევისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ მოხერხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შპს „პარკინგსერვისის“ საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე.

ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები