Accentnews.ge
ცხინვალში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ცხინვალში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

24/10/2022 07:15:31 კონფლიქტები

ცხინვალში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. როგორც სააგენტო „რესი“ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ზარი ხანძრის შესახებ დილის 08:00სთ-ზე მიიღეს.

გერცენის ქუჩაზე იწვოდა კერძო სახლი. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც ცხინვალის სამედიცინო ცენტრში მძიმე მდგომარეობაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძიება, რომელიც ხანძრის დროს შესაძლოა, შენობაში ყოფილიყო.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები აგრძელებენ მუშაობას, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ზუსტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S