Accentnews.ge
კელი დეგნანი: "ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედის მომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი"

კელი დეგნანი: "ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედის მომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი"

24/10/2022 14:57:38 კავკასია

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი იმედისმომცემს უწოდებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას ბაქო–თბილისი–ერევნის სამმხრივი ფორმატის თაობაზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქამდეც შეუსრულებია მედიატორის როლი წარმატებულად.

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ილჰამ ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედის მომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის თანხმობის შემთხვევაში აქვს მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატზე.

იხილეთ ასევე: მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S