Accentnews.ge
ხერსონში, ე.წ. კადიროველების შტაბზე მიტანილი იერიშის შემდეგ კადიროვი რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

ხერსონში, ე.წ. კადიროველების შტაბზე მიტანილი იერიშის შემდეგ კადიროვი რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

25/10/2022 08:10:07 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის არმიის პასუხს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბომბვაზე „სუსტი“ უწოდა და უკრაინის ქალაქების განადგურებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამის თავის არხზე გამოქვეყნებულ ხმოვან შეტყობინებაში საუბრობს.

„ჩვენ სუსტად ვპასუხობთ. თუ ჭურვი მოფრინდა ჩვენი მიმართულებით, ჩვენს რეგიონში, მაშინ უნდა გავანადგუროთ ქალაქები, რათა შორეული ჰორიზონტი ჩანდეს, რათა მათ გაიგონ, რომ ფიქრიც არ შეიძლება ჩვენი მიმართულებით სროლაზე. არ არის საჭირო იმის ყურება, თუ რა იქნება ხვალ, თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა კადიროვმა.

მან ასევე რამდენჯერმე დაჟინებით მოითხოვა, რომ რუსული ჯარების სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში უნდა ეწოდოს ომი და არა „სპეციალურ ოპერაცია“, როგორც ამას „როსკომნადზორი“ მოითხოვს, რადგან მისი თქმით, ბრძოლები უკვე მიმდინარეობს „ჩვენს მიწაზე“.

კადიროვი იმითაც არის აღშფოთებული, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებიდან არ არიან საკმარისი მოხალისეები. მისი თქმით, კავკასიელები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებთან უნდა გამოცხადდნენ, რადგან "ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვეხება". მისი თქმით, 1,6 მილიონი ჩეჩენიდან ფრონტის ხაზზე 300-400 ათასი ადამიანი უნდა წავიდეს.

კადიროვმა აღნიშნა, რომ ძალიან უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით, მაგრამ, მისი აზრით, „უფრო დიდი და უარესი“ არ მოხდება, რადგან მისი თქმით, ევროპას არ აქვს ძალა, სამხედროები გაგზავნოს უკრაინის ომში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხერსონში ე.წ. კადიროველების შტაბზე მიტანილი იერიშის შედეგად 40–მდე ადამიანი დაიღუპა, 100–მდე დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S