Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში ამოიღეს პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული

ოკუპირებულ აფხაზეთში ამოიღეს პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული

25/10/2022 10:31:29 კონფლიქტები

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ამოიღეს კონტრაბანდულად შეტანილი კონსერვები, რომელთა ეტიკეტზე ქართული სიმბოლოები იყო გამოსახული.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიჭვინთაში შეამოწმეს მაღაზია, რომელშიც კონტრაბანდული საქონელი აღმოჩნდა.

„შემოწმების შედეგად ამოღებულია 38 ქილა კონსერვი, ეტიკეტზე ქართული სიმბოლოების გამოსახულებით – დროშისა და საქართველოს რუკის სახით. დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და მასალები გადაეცა საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს“, – წერს აფხაზური მედია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S