
პუტინი ალიევს და ფაშინიანს სოჭში შეხვდება
26/10/2022 14:49:24 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
უკანასკნელად სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს სოჭში 2021 წლის 26 ნოემბერს შეხვდნენ.
პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში, ასტანაში 14 ოქტომბერს გამართული დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სხდომის დროს მიიწვია.
დსთ-ის სამიტამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართა. ოთხმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი.
იხილეთ ასევე: მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა