ბრიტანეთისა და კანადის პრემიერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა "პუტინის ქმედებები დაუსჯელი არ დარჩეს"

28-10-2022 00:02:10 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ–მინიტრმა რიში სუნაკმა კანადელ კოლეგა ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ბრიტანული მხარე იუწყება, ორი ქვეყნის პრემიერი შეთანხმდა, რომ პუტინის ქმედებები დაუსჯელად არ დატოვონ:

„მხარეებმა განიხილეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვლადიმირ პუტინის ქმედებები დაუსჯელი და შემაკავებელი პასუხის გარეშე არ დარჩეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები