Accentnews.ge
პუტინი ირწმუნება, რომ სურს, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი

პუტინი ირწმუნება, რომ სურს, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი

28/10/2022 15:39:18 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს.

„ყველასთვის აშკარაა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანიც, სომხეთიც, ისევ როგორც რუსეთი, ერთი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდნენ. ჩვენ ერევანთან და ბაქოსთან უამრავი კავშირი გვაქვს და ამის გაუთვალისწინებლობა უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა პუტინმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის „მშვიდობისთვის ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა“ შესაძლოა, გახდეს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრი დაცვა.

მისივე თქმით, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში საკმაოდ რთული ვითარებაა და რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.

იხილეთ ასევე: მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S