
ასლან ბჟანია აფხაზეთში, წებელდას პოლიგონზე სამხედრო წვრთნებს დაესწრო
28/10/2022 17:12:33 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია დღეს წებელდას პოლიგონზე მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნების ფარგლებში გამართულ სროლებს დაესწრო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სწავლებაში ტყვარჩელი პირველი პოლკის რეზერვისტებმა, სოხუმის უმაღლესი სამეთაურო სასწავლებლის კურსანტებმა, საარტილერიო ქვედანაყოფებმა, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად ერთობლივი მოქმედების ტაქტიკა დახვეწეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასლან ბჟანია აფხაზეთში არ იმყოფებოდა. "ნუჟნაია გაზეტა"-ს ინფორმაციით, ეს ნახევარი თვე მან მოსკოვში გაატარა.