Accentnews.ge
აფხაზეთში ქართული წარმოების პროდუქცია და გამთლიანებული საქართველოს რუქის გამოსახულებიანი კონსერვები ამოიღეს

აფხაზეთში ქართული წარმოების პროდუქცია და გამთლიანებული საქართველოს რუქის გამოსახულებიანი კონსერვები ამოიღეს

01/11/2022 13:01:17 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადგილობრივ მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დასრულდა.

"მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს. პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა. დაირღვა აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ", – იუწყება დე ფაქტო უწყება.

ამასთან, "გენერალური პროკურატურის" ინფორმაციით, "ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული":

„აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს შესთავაზეს ამ სახელმძღვანელოების შეცვლა გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდური ასოციაციის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებით, კერძოდ, გამომცემლობა „დროფის“ მე-7 კლასის „ატლასის სახელმძღვანელოებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S