
„უნდა გადაწყვიტონ“: გერმანია სერბეთს პირობას უყენებს
01/11/2022 16:30:02 ევროპა
სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირში გაწევრიანება სურს თუ რუსეთთან პარტნიორობა,– განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა. ეს განცხადება წინ უსწრებს დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერების ბერლინში ვიზიტს, სადაც გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა.
„გადაწყვეტილების აუცილებლობა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დგას კრიტიკულად“, – განაცხადეს ბერლინში.
სერბეთი, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, დიდი ხანია, ცდილობს ბალანსის პოვნას რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობასა და დასავლეთთან პოლიტიკურ–ეკონომიკური ინტგრაციას შორის.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, სერბეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება მოულოდნელი და იმედის გამაცრუებელი იყო და არ გაამართლა მოლოდინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატისგან.
სერბეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 2012 წლიდან ფლობს, სექტემბერში გადაწყვიტა რუსეთთან ორმხრივი და მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ რეგულარული საგარეო პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა. ამ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კარგად იცოდა საკუთარი პოზიციის შესახებ, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ თუ ის გადაწყვეტს, თავისი ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ექნება:
„თუ ის სხვა გზით წასვლას გადაწყვეტს, ექნება შესაბამისი შედეგები“.