Accentnews.ge
მაკრონი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: „სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ზამთრის მოსვლამდე“

მაკრონი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: „სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ზამთრის მოსვლამდე“

01/11/2022 19:26:48 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით.

„მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ეს პრეზიდენტ ზელენსკის დღეს დილით: ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული, რათა რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა“, - დაწერა მაკრონმა „ტვიტერზე“ 1 ნოემბერს.

მისივე თქმით, უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზარალდა რუსეთის თავდასხმების შედეგად:

„ზამთრის მოსვლამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად ვახორციელებთ საერთაშორისო საზოგადოების და კერძო სექტორის მობილიზებას“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა საუბრის შესახებ და მას "უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული" უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უახლოეს კვირებში უკრაინას გადასცემს სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S