
ლავროვი ცხინვალს „დახმარებას“ პირდება
01/11/2022 20:01:46 კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად დაეხმარება ოკუპირებულ ცხინვალს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში.
როგორც რუსეთის სახელისუფლებო მედიარესურსი იუწყება, ლავროვმა აღნიშნულის შესახებ ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრთან“ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.
„წარმატებულად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები. ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა. აქტიურად დაგეხმარებით მის რეალიზებაში“, – დაჰპირდა ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მზადება ცხინვალის პარლამენტის ე.წ. თავმდჯომარის ალან ალბოროვას მოსკოვში ვიზიტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა მიიწვია.