Accentnews.ge
რუსეთის მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ახალი კურატორი დანიშნა

რუსეთის მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ახალი კურატორი დანიშნა

02/11/2022 09:50:38 კონფლიქტები

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი ზედამხედველობას გაუწევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან თანამშრომლობას. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

„დამტკიცდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ნოვაკ ა.ვ. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის და რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარედ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე საქართველოს ორი რეგიონის კურატორი, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული, კურატორი რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იყო.

ალექსანდრე ნოვაკი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი იყო 2012-2020 წლებში. 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაინიშნა ვიცე-პრემიერად საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საკითხებში. 2021 წლის 19 ივლისიდან კურატორობდა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S