Accentnews.ge
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

02/11/2022 14:55:46 სამართალი, საზოგადოება

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია.

კოალიცია 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ციტირებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს, რომელთა მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.

„შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება. საპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“, –აცხადებს კოალიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S