Accentnews.ge
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს

02/11/2022 16:30:14 სამართალი, საზოგადოება

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს.

"ოპოზიციური ტელეარხის, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჩივარი [სააპელაციო] მას შემდეგ შეიტანა, რაც მაისში, „თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის“, რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.RSF გმობს, რომ მისი საჩივარი უარყოფილია",– აცხადებს ორგანიზაცია.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კაველიერი საქმის "პოლიტიკურად მოტივირებულობაზე" საუბრობს:

"ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S