Accentnews.ge
პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

02/11/2022 17:43:34 კონფლიქტები

პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ატომური ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება აშენებული.

"ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, - განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.

მისი თქმით,ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექსტროსადგურის მშენებლობა ჯამში 20 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S