
– 20 ტანკი, 27 ჯავშანტექნიკა, 22 საარტილერიო სისტემა: უკრაინის გენშტაბი ერთ დღეში რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს
03/11/2022 09:58:59 ევროპა
რუსეთმა უკრაინაში ერთ დღეში 730 სამხედრო დაკარგა, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდეგ 74 000,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, რუსებმა დაკარგეს:
- ტანკი – 2734 (+20 ბოლო 24 სათში),
- ჯავშანტექნიკა – 5552 (+27),
- საარტილერიო სისტემა – 1755 (+22),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 390 (+3),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 198,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 277,
- ვერტმფრენი – 258,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1442 (+4),
- გემი/ნავი –16,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 4162 (+9),
- სპეცტექნიკა –155 (+1),
- ფრთოსანი რაკეტა – 397.
„მონაცემები ზუსტდება“,– დასძენენ გენშტაბში
21 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ჩამორჩება ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში დაღუპულთა შესახებ მოკრებილ ცნობებსაც კი, რომელიც სრულად ასევე არ ასახავს რეალობას.
იხილეთ ასევე: „ყველაზე სასტიკი ბრძოლებია“: უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დაასახელეს