
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ
03/11/2022 16:22:01 კავკასია
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით უახლოეს მომავალში ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიჰან გაჯიზადემ დაადასტურა.
“დიახ, უახლოეს მომავალში იგეგმება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიხუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივითა და მონაწილეობით”, - თქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აქამდე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ “რამდენიმე დღეში” ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც აზერბაიჯანელ და ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს.
იხილეთ ასევე: ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო ხელშეკრულებას თბილისში მოაწერენ ხელს – მედია