Accentnews.ge
ოსურმა “პარლამენტმა” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ანტიუკრაინულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ოსურმა “პარლამენტმა” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ანტიუკრაინულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

03/11/2022 17:02:22 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დოკუმენტს, რომელშიც “ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უკრაინის მხრიდან შექმნილ საფრთხეზეა” საუბარი.

მანამდე ამავე დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი აფხაზურმა “პარლამენტმაც”.

რუსეთის სახელწიფო სათათბირომ გაერო-ს გენასამბლეის, ევროპარლამენტისა და მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვა 21 სექტემბერს მიიღო. მასში მოსკოვი ირწმუნება, რომ “აშშ-ისა და ნატო-ს ზეწოლით კიევის რეჟიმი აძლიერებს სამხედრო მოქმედებებს, ამით ვითარება მასშტაბურ სისხლისღრვამდე მიჰყავს და საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპის ხალხების უსაფრთხოებასა და მშვიდობას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S