Accentnews.ge
ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს „სახალხო ერთიანობის დღე“ მიულოცეს

ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს „სახალხო ერთიანობის დღე“ მიულოცეს

04/11/2022 10:32:32 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „სახალხო ერთიანობის დღე" მიულოცეს.

ბჟანიას მისალოც წერილში, ნათქვამია, რომ დღეს რუსეთი „მასშტაბური გამოწვევების და მძიმე გამოცდის“ წინაშეა და „მხოლოდ რუსეთის მთელი მრავალეროვანი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა დაეხმარება რუსული არმიის სულის ამაღლებას და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევას“.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ყოველთვის იყო და არის რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება“, – აცხადებს ბჟანია.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კარგ ჯანმრთელობასთან ერთად უსურვებს „დასახულის წარმატებით რეალიზაციას რუსეთის და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“.

„რუსეთის მცხოვრებნი, ისევე, როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები ეროვნების, აღმსარებლობის და საზოგადოებაში მათი მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის ერთიანი იქნებიან ისტორიული გამოცდების წინაშე“, – აცხადებს გაგლოევი.

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S