Accentnews.ge
აფხაზეთში “თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების” განხილვა გრძელდება

აფხაზეთში “თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების” განხილვა გრძელდება

04/11/2022 15:00:36 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში დღეს “რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ღონისძიებებზე” იმსჯელეს.

დე ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას ბრძანების შესაბამისად, “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმა ჩაატარა სხდომა დე ფაქტო ვიცე-პრემიერ სერგეი პუსტოვალოვისა და უნიტარული საწარმო “აფხაზფარმაციის” ხელძღვანელ რუსტამ ადლეიბას მონაწილეობით.

“შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი სამედიცინო საშუალებებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს”, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. შეხვედრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

22 სექტემბერს ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა “რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გამწვავებული საგარეო პოლიტიკური ვითარების ჭრილში”. გარდა ამისა, აფხაზეთში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი “სამობილიზაციო მზადების ხარისხის ასამაღლებლად”.

26 სექტემბერს ასლან ბჟანიამ გამართა შეხვედრა ქალაქებისა და რაიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან და ამ მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს გაეცნო.12 ოქტომბერს კი დე ფაქტო პრეზიდენტი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და სამობილიზაციო ღონისძიებების დაფინანსებაში მონაწილეობა სთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S