Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრები“ რუსეთში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრები“ რუსეთში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ

08/11/2022 15:47:18 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი დღეს მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ. როგორც დე ფაქტო საგარეო უწყებები იტყობინებიან, "მინისტრები" მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" არიან.

საელჩოში არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“.

„გარდა ამისა, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება 3+3 ფორმატი. ეს ის ფორმატია, რომელშიც მუშაობენ რუსეთის ფედერაცია, ირანი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან სერიოზული პლატფორმა მომავლისთვის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საკითხების განსახილველად. აფხაზეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია, როგორ ვითარდება ამ პლატფორმის სამუშაო“, - განაცხადა ინალ არძინბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ინალ არძინბასა და ახსარ ჯიოევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.

„ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონაწილეობას კონსულტაციების მექანიზმში აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

რუსეთმა, ირანმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა 3+3 ინიციატივის ფარგლებში უკვე დაიწყეს თანამშრომლობა. საქართველოში აცხადებენ, რომ რუსეთთან ერთობლივ ფორმატში მონაწილეობაზე საუბარი არ შეიძლება, ვიდრე მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S