Accentnews.ge
შოიგუმ და სუროვიკინმა ხერსონიდან და დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადეს

შოიგუმ და სუროვიკინმა ხერსონიდან და დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადეს

09/11/2022 15:18:00 ევროპა

უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ჯარების გაყვანა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის დათმობას. შოიგუ დაეთანხმა ამ წინადადებას და ბრძანა ჯარების გაყვანა მდინარე დნეპერზე.

რუსმა გენერალმა თავის მოხსენებაში ისაუბრა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული დაჯგუფისთვის მიწოდების სირთულეებზე. მან ივარაუდა, რომ ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებით განთავსდება. სუროვიკინის თქმით, თავდაცვა მოეწყო დნეპრის გასწვრივ.

"უკრაინაში ხარკოვის ოლქის შემდეგ, სამხრეთით ოპერატიული დონის წარმატება უკვე სახეზეა: ცოტა ხნის წინ შოიგუმ ხერსონიდან დნეპრის მარჯვენა მხარეს არსებული რუსული დაჯგუფების გამოყვანის ბრძანება გასცა.გაუჩერებელი სახმელეთო შეტევის და სარაკეტო დარტყმებისგან პრაქტიკულად გამოფიტულ რუსულ დაჯგუფებას ამ ტერიტორების შენარჩუნების რესურსი აღარ გააჩნია",- ამბობს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი.

მანამდე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს ოქტომბრის მეორე ნახევარში მოუწოდა მარცხენა სანაპიროს რაიონებში გადასვლისკენ. ამავდროულად, სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის ბედთან დაკავშირებით შესაძლებელია "რთული გადაწყვეტილებების მიღება". ხერსონიდან ევაკუირებული იქნა საოკუპაციო ხელისუფლება, საბჭოთა და რუსი მოღვაწეების ძეგლები გაიტანეს, ადმინისტრაციული შენობებიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს. ამავდროულად, ოფიციალურად ბოლო მომენტამდე ითქვა, რომ ქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა.

ოთხშაბათს, სუროვიკინის გამოსვლამდე ვრცელდებოდა ცნობები უკრაინული ძალების შეტევის შესახებ ხერსონის ჩრდილოეთით – მიკოლაევის რეგიონის სნიგირევკას რაიონში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს კონტრშეტევის შესაფერხებლად.

ხერსონი რუსულმა ჯარებმა მარტის დასაწყისში აიღეს. ეს იყო უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის დაკავებაც შეძლეს ოკუპანტებმა. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის ანექსია გამოაცხადა. დნეპრის მიღმა რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, მისი ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება.

იხილეთ ასევე: მოსკოვმა კვლავ შეცვალა ტონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S