Accentnews.ge
მოსკოვმა კვლავ შეცვალა ტონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით

მოსკოვმა კვლავ შეცვალა ტონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით

09/11/2022 16:18:26 მსოფლიო

ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის, განცხადებების „ეს არ არის ბლეფი“ და „ბინძური ბომბის“ თემით აჟიოტაჟის შემდეგ, რუსეთი უკან იხევს და ცდილობს შეამციროს მის მიერ წარმოქმნილი დაძაბულობა.

„ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში და, ზოგადად, აუცილებელია ბირთვული კონფლიქტის თავიდან აცილება, – ნათქვამია ნოტა–ში, რომელიც მოსკოვიდან ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დიპლომატებს გაუგზავნეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბირთვული სტრატეგია საშუალებას აძლევს მას "ჰიპოთეკურად მიმართოს ბირთვულ იარაღს", დარტყმა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხვა ქვეყნის მიერ ასეთი იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ან თუ "სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია",– ციტირებს Bloomberg ნოტას.

”ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ბირთვული ძალების სამხედრო შეტაკება”, - განმარტავენს ტექსტში.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ნოტა, რომელიც ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დიპლომატებს გაუგზავნეს, იყო კრემლის მეორე მცდელობა ამ თვეში, აეხსნა თავისი ატომური დოქტრინა.

ბრძოლის ველზე რუსული ჯარების მიერ პოზიციების დაკარგვის ფონზე პუტინმა გაამძაფრა რიტორიკა სექტემბერში და გააფრთხილა, რომ რუსეთი გამოიყენებდა ყველა „ხელმისაწვდომ საშუალებას“ უკრაინის ნაწილების დასაცავად, რომელიც უკანონოდ მიითვისა რუსეთმა. თუმცა, ახლა რუსული ჯარები ტოვებენ ხერსონს – ომის დროს დატყვევებულ ერთადერთ რეგიონულ ცენტრს. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ჯარები იკავებდნენ სნიგირევკას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებას, რომელიც გზას ხსნის ხერსონისკენ ჩრდილოეთიდან. ოთხშაბათს უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ჯარების გაყვანა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის დათმობას. შოიგუ დაეთანხმა ამ წინადადებას და ბრძანა ჯარების გაყვანა მდინარე დნეპერზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S