Accentnews.ge
ხერსონის ჩაბარება არ არის მოლაპარაკების პროცესის საწყისი წერტილი – პოდოლიაკი

ხერსონის ჩაბარება არ არის მოლაპარაკების პროცესის საწყისი წერტილი – პოდოლიაკი

09/11/2022 17:14:45 ევროპა

ხერსონის ჩაბარება არ არის მოლაპარაკების პროცესის საწყისი წერტილი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ეს ნონსენსია – სერიოზული საუბარი მოლაპარაკებებზე ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ლუგანსკის გათავისუფლების შემდეგ და მსგავსი რამ“, - ციტირებს პოდოლიაკს BBC News–ის რუსული სამსახური.

მისი თქმით, მოსკოვი გეგმავს, ზავი სამხედრო რესურსების შესავსებად გამოიყენოს, რათა მომავალში ახალი შეტევის წამოწყება სცადოს.

„უკრაინის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს: მათ დატოვეთ უკრაინის ტერიტორია - ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

იხილეთ ასევე: რუსეთი იმეორებს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებს

უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ჯარების გაყვანა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის დათმობას. შოიგუ დაეთანხმა ამ წინადადებას და ბრძანა ჯარების გაყვანა მდინარე დნეპერზე.

რუსმა გენერალმა თავის მოხსენებაში, რომელიც უჩვენეს რუსულ ტელევიზიაში, ისაუბრა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული დაჯგუფისთვის მიწოდების სირთულეებზე. მან ივარაუდა, რომ ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებით განთავსდება. სუროვიკინის თქმით, თავდაცვა მოეწყო დნეპრის გასწვრივ.

მანამდე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს ოქტომბრის მეორე ნახევარში მოუწოდა მარცხენა სანაპიროს რაიონებში გადასვლისკენ. ამავდროულად, სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის ბედთან დაკავშირებით შესაძლებელია "რთული გადაწყვეტილებების მიღება". ხერსონიდან ევაკუირებული იქნა საოკუპაციო ხელისუფლება, საბჭოთა და რუსი მოღვაწეების ძეგლები გაიტანეს, ადმინისტრაციული შენობებიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს. ამავდროულად, ოფიციალურად ბოლო მომენტამდე ითქვა, რომ ქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა.

ოთხშაბათს, სუროვიკინის გამოსვლამდე ვრცელდებოდა ცნობები უკრაინული ძალების შეტევის შესახებ ხერსონის ჩრდილოეთით – მიკოლაევის რეგიონის სნიგირევკას რაიონში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს კონტრშეტევის შესაფერხებლად.

ხერსონი რუსულმა ჯარებმა მარტის დასაწყისში აიღეს. ეს იყო უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის დაკავებაც შეძლეს ოკუპანტებმა. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის ანექსია გამოაცხადა. დნეპრის მიღმა რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, მისი ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S