Accentnews.ge
რუსეთი იმეორებს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებს

რუსეთი იმეორებს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებს

09/11/2022 17:02:24 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსები მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ჩნდება“. ამრიგად, ზახაროვამ ფაქტობრივად, სიტყვა–სიტყვით გაიმეორა ერთი კვირის წინ წარმოთქმული თეზისები.

„ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ, წარვმართოთ ის, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, - ციტირებს ზახაროვას რუსული სახელმწიფო სააგენტო «РИА Новости» 9 ნოემბერს.

2 ნოემბერს ზახაროვამ აღნიშნა: „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით აშკარა, ცალსახა სიგნალებს კიევის რეჟიმისგან მოლაპარაკებების პროცესის განახლების სურვილის შესახებ, ახალი ტერიტორიული რეალობისა და ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“.

9 ნოემბრის განცხადებაში მარია ზახაროვამ არ დააკონკრეტა ხერსონისა და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ნაწილის სტატუსი, საიდანაც გამოცხადდა რუსული ჯარების გაყვანა.

ხოლო 8 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს წინაპირობების გარეშე.

„ჩვენი მხრიდან არანაირი წინაპირობა არ არსებობს, გარდა მთავარი პირობისა: უკრაინამ გამოიჩინოს კეთი ნება“, - აცხადებდა რუდენკო.

ხერსონის ჩაბარება არ არის მოლაპარაკების პროცესის საწყისი წერტილი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

ეს ნონსენსია – სერიოზული საუბარი მოლაპარაკებებზე ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ლუგანსკის გათავისუფლების შემდეგ და მსგავსი რამ“, - ციტირებს პოდოლიაკს BBC News–ის რუსული სამსახური.

მისი თქმით, მოსკოვი გეგმავს, ზავი სამხედრო რესურსების შესავსებად გამოიყენოს, რათა მომავალში ახალი შეტევის წამოწყება სცადოს.

„უკრაინის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს: მათ დატოვეთ უკრაინის ტერიტორია - ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი არ გამოდის რეალური სამშვიდობო პროცესის შეთავაზები, ის მხოლოდ ამაგრებს მიტაცებულს, მათ შორისაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ჩრდილოეთ ყირიმის არხი და ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირო.

იხილეთ ასევე:

მოსკოვმა კვლავ შეცვალა ტონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით

რუსები ხერსონიდან იხევენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S