
წულუკიანი: "არ მახსოვს, ირინა ენუქიძის სანახავად ჩამოსულიყო რომელიმე ფოტიგა"
10/11/2022 07:57:21 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ვიცე–პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას უშლის ხელს და ეს ის ძალებია, რომლებიც რეზოლუციის ტექსტიდან მიშას ციხიდან გამოშვებას მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ მან საქართველოზე ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამოუშვი მიშა სააკაშვილი და იქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ უმკურნალე, იქ პირდაპირ წერია რომ გამოუშვი. ასევე ყველამ ვიხილეთ, რომ ქალბატონი გიული, მიშას დედა იყო მიწვეული ევროპარლამენტში. ჩვენ არასოდეს გვინახავს მოლაშვილის მშობელს დალაპარაკებოდეს რომელიმე ევროპარლამენტარი, ეს გვარები და სახელები. მე არ მახსოვს მაგალითად, რომ ირინა ენუქიძის სანახავად ჩამოსულიყო რომელიმე ფოტიგა და ეკითხა, რა ხდება ქალბატონო ირინა, რა გაგჭირვებია, როგორც დედას“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ამავე თემაზე: რა წერია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც კომპრომისული შესწორებებით მიიღეს.