Accentnews.ge
ბჟანია: "რუსეთთან დაახლოების ვექტორი შეუცვლელია, მტკიცე და ურყევი"

ბჟანია: "რუსეთთან დაახლოების ვექტორი შეუცვლელია, მტკიცე და ურყევი"

10/11/2022 15:39:24 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, "რუსეთთან დაახლოების ვექტორი შეუცვლელია, მტკიცე და ურყევი". ამის შესახებ მან გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

"აფხაზეთი მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომში აფხაზეთ-რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობების ორი ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო შინაარსით შესავსებად" - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, "აფხაზეთი ღია უნდა იყოს მათთვის, ვინც ღიაა მისთვის, ვინც მას აღიარებს, აფხაზეთთან თანამშროლობა, გრძელვადიანი, სანდო და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება სურს".

მანამდე ბჟანიას ნათქვამი აქვს, რომ აფხაზეთი "მზადაა, მიუერთდეს რუსეთ-ბელარუსისა და შესაძლოა, სხვა რიგი ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S