Accentnews.ge
აფხაზეთის "იუსტიციის მინისტრი": "დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სსრ აწერია, ისტორიას ბარდება"

აფხაზეთის "იუსტიციის მინისტრი": "დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სსრ აწერია, ისტორიას ბარდება"

14/11/2022 18:19:43 კონფლიქტები

აფხაზეთი ნოტარიული მოქმედებების განხორციელების წესის შესახებ ახალი ინსტრუქციის ამოქმედებას გაგმავს. ამის შესახებ სააგენტო "Апсныпресс"-ს დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს "დიპლომატიური გამარჯვებაა, რადგან დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სსრ აწერია, ისტორიას ბარდება".

"სადღეისოდ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1977 წლის ინსტრუქციით ვხელმძღვანელობთ. ახალი ინსტრუქცია ძალზე რთული დოკუმენტია, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო შრეს მოიცავს. ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი იურისტების, მათ შორის გამოცდილი სახელმწიფო ნოტარიუსების მონაწილეობით. დოკუმენტი ძალიან დიდხანს, სკურპულოზურად მუშავდებოდა. შედეგად მივიღეთ სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრის დასტური, რომ ინსტრუქციას დღის სინათლე ენახა. ვგეგმავთ, დოკუმენტი 2023 წლის 1 იანვრიდან ავამოქმედოთ", – აღნიშნა მან.

ბარციცის თქმით, ახალ დოკუმენტში "აღარ იარსებებს არარსებული რაიონების არარსებული სახელწოდებები, არც ის წინააღმდეგობები მოქმედ კანონმდებლობასთან, რომელიც იურიდიულ კოლიზიებს იწვევდა".

"1977 წლიდან საზოგადოებრივი ურთიერთობების წრე მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამდენად, გატარდა უზარმაზარი წინასწარი სამუშაო, რადგან აუცილებელი იყო დოკუმენტების დიდი მოცულობის ანალიზი. გვესმის, რომ იდეალური ინსტრუქციები არ არსებობს და მზად ვართ ოპერატიული დახვეწისთვის, თუკი უზუსტობები გამოვლინდება", – დასძინა ბარციცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S