Accentnews.ge
NATO: "მჭიდრო კოორდინაციაში ვართ მოკავშირე პოლონეთთან"

NATO: "მჭიდრო კოორდინაციაში ვართ მოკავშირე პოლონეთთან"

15/11/2022 20:41:59 მსოფლიო

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობებს NATO ეხმაურება.

ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ "მჭიდრო კოორდინაციაში არიან მოკავშირე პოლონეთთან".

"ჩვენ ვიკვლევთ ამ ცნობებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს მოკავშირე პოლონეთთან", - აცხადებენ NATO-ში.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.

სტოლტენბერგმა დუდას უთხრა, რომ "მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი".

"ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე დაღუპულების გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა ფაქტი", - წერს სტოლტენბერგი.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

იხილეთ ასევე: პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეხმიანებიან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S