
რუსთავის აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა
18/11/2022 08:30:12 საზოგადოება
რუსთავში მდებარე აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.