Accentnews.ge
რუსები უკრაინის არმიის მხრიდან ახალ გარღვევას არ გამორიცხავენ – ბრიტანული დაზვერვა

რუსები უკრაინის არმიის მხრიდან ახალ გარღვევას არ გამორიცხავენ – ბრიტანული დაზვერვა

18/11/2022 09:13:37 ევროპა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ახალ გარღვევას არ გამორიცხავენ.

"რუსული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევის შემდეგ, ხელახლა ძლიერდებიან. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, სამხრეთში დარჩება, ნაწილი შესაძლოა, ბახმუტში გადავიდეს", - ნათქვამია ბრიტანული სპეცსამსახურის უახლეს ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვა აღნინავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დატოვა, რუსული ჯარები, პირველ რიგში, უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ, უმთავრესად დაკავებული არიან გადაჯგუფებითა და თავდაცვითი ხაზების მომზადებით.

იხილეთ ასევე: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე საცეცხლე კონტროლის დამყარების შესახებ გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევის ბრძანება, რაც ქალაქ ხერსონიდან გასვლასაც გულისხმობდა, 9 ნოემბერს გასცა. ქალაქი უკრაინას რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ, 11 ნოემბერს დაუბრუნდა – ქალაქში უკრაინის დროშა აღიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S