Accentnews.ge
სკანდალი აფხაზეთში: "პროკურატურამ" გამოძიება დაიწყო

სკანდალი აფხაზეთში: "პროკურატურამ" გამოძიება დაიწყო

18/11/2022 12:21:54 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ დამირ კვიცინიამ გაფართოებული შეხვედრა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზური ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აჩგუარას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის კაპიტალური რემონტის დროს შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით.

16 ნოემბერს აფხაზეთის სახალხო მოძრაობის თავმჯდომარემ ადგურ არძინბამ და ყოფილმა დეპუტატმა გარი კოკაიამ ჟურნალისტებს აჩგუარას ხაზის შესაკეთებლად „ჩერნომორენერგოს“ მიერ შეძენილი აღჭურვილობისა და მასალების ჩამონათვალის ასლი უჩვენეს. არძინბამ და კოკაიამ განაცხადეს, რომ შეფასებამ ფასების 2-3-ჯერ გადაჭარბება უჩვენა.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პროკურატურას დაავალა დოკუმენტის ავთენტურობის ორკვირიან ვადაში გადამოწმება.

„შემოწმების მიმდინარეობის შესახებ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადეს 18 ნოემბერს დე ფაქტო უწყებაში.

აჩგუარას ხაზზე სადენების გამოცვლის სამუშაოები 1 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა მიიღო „ჩერნომორენერგოს“ ბრიგადამ და რუსულმა კონტრაქტორმა ორგანიზაციამ. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ რემონტი 15 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა - რუსეთიდან ნაკადის შეწყვეტის გამო. 32 კილომეტრიდანი ხაზიდან მათ მხოლოდ 24 კილომეტრის შეცვლა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, სადენების სრულად გამოცვლას კიდევ 20 დღე დასჭირდება.

ნოემბრის დასაწყისში აჩგუარას ხაზზე რამდენიმე ავარიული გათიშვა მოხდა, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S