Accentnews.ge
"საქართველო ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობს"

"საქართველო ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობს"

22/10/2019 07:17:07 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,  მთავრობა ინდოეთთან და ისრალეთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს.

“საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ. ამ სამომხმარებლო ბაზარის ძირითადი ინფრასტრუქტურა იქმნება იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც დღეს საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული. ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე უნდა ავღნიშნო ის მოლაპარაკებებიც, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთან", – განაცხადა გახარიამ თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S