Accentnews.ge
არძინბა: "აფხაზეთი ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის მზადაა"

არძინბა: "აფხაზეთი ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის მზადაა"

18/11/2022 16:56:53 კონფლიქტები

აფხაზეთი მზადაა ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის, - განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის "ელჩთან" მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას.

"ირანთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ. მით უფრო, რომ დღეს აღინიშნება ირანის მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოების სფეროში" - განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში ირანის საელჩოში მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S