Accentnews.ge
საქართველომ რუსეთიდან იმპორტი რეკორდულად გაზარდა

საქართველომ რუსეთიდან იმპორტი რეკორდულად გაზარდა

21/11/2022 09:23:30 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდაბიდან ირკვევა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები უფრო გააღრმავა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში 50%-ით გაიზარდა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მან 1.94 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რუსეთის მთავარი საიმპორტო საქონელი საქართველოში ასე ნაწილდება:

  • ნავთობპროდუქტები - $495 მილიონი, მატება წინა წელთან 375%;
  • ხორბლის ფქვილი - $54 მილიონი, მატება წინა წელთან 800%;
  • ქვანახშირი და კოქსი - $49.5 მილიონი, მატება წინა წელთან 145%;
  • ბუნებრივი აირი - $49 მილიონი, კლება წინა წელთან 32%;
  • ხორბალი - $45 მილიონი, კლება წინა წელთან 39%;
  • სხვა დანარჩენი საქონელი - $722 მილიონი, მატება წინა წელთან 34%.

რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს რუსეთში, პირველ ადგილზე კვლავ ღვინოა, რომლის ექსპორტიც, ომის მიუხედავად გაზრდილია.

  • ღვინის ექსპორტი - $129 მილიონი, მატება წინა წელთან 22%;
  • ფეროშენადნობები - $105 მილიონი, კლება წინა წელთან 22%;
  • მსუბუქი ავტომობილები - $55 მილიონი, მატება წინა წელთან 292%;
  • სპირტიანი სასმელები - $47 მილიონი, მატება წინა წელთან 57%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $40 მილიონი, კლება წინა წელთან 20%.
  • სხვა დანარჩენი საქონელი - $154 მილიონი, მატება წინა წელთან 5%.

იხილეთ ასევე: საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S