Accentnews.ge
G20-ის სამიტამდე პუტინს „სამშვიდობო შეთანხმების“ ჩარჩო შესთავაზეს – მედია

G20-ის სამიტამდე პუტინს „სამშვიდობო შეთანხმების“ ჩარჩო შესთავაზეს – მედია

22/11/2022 11:07:28 ევროპა

G20-ის სამიტის წინა დღეს, ერთ-ერთმა შუამავალმა ქვეყანამ რუსეთსა და უკრაინას შორის კომუნიკაციაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადასცა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის შესაძლო შეთანხმების ჩარჩო,– იუწყება უკრაინული მედიასაშუალება "უკრაინსკაია პრავდა" ამერიკული სადაზვერვო წრეებიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

"მოკლედ, წინადადების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთის ოკუპირებული და უკვე ანექსირებული ტერიტორიები უკრაინას დაუბრუნდებოდა, მათ შორის – დონბასი. მაგრამ ყირიმის საკითხის ფრჩხილებიდან ამოღება შესთავაზეს. შეთანხმება ითვალისწინებდა ნახევარკუნძულის სტატუსზე ნებისმიერი საუბრის გაყინვას 7 წლით. ისევე, როგორც, უკრაინის ნატოში შესვლაზე საუბრის“,– აღნიშნავს მედიასაშუალება.

ამავე წყაროს ცნობით, შეთავაზებული ვარიანტი ითვალისწინებდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმების შეჩერებას. ეს რუსების განზრახვის სერიოზულობის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, სამიტის შეხვედრაზევე დაკარგა წინადადებამ აქტუალობა.

იხილეთ ასევე: რატომ არ ფიგურირებს კრემლისთვის წაყენებულ სავარაუდო პირობებს შორის საქართველო

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S