Accentnews.ge
რუსეთის "დუმამ" ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის "დუმამ" ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

22/11/2022 13:35:31 კონფლიქტები

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"დუმას" პრეს–ცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების განხორციელება მიზნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, განმარტავენ, რომ საუბარი არაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე.

ხელშეკრულება „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედების და დახმარების საკითხებზე“ მომუშავე უფლებამოსილ ორგანოებსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, იგი ასევე განსაზღვრავს "რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, აგრეთვე - საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას, დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის“.

მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“.

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S