აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხში სოხუმსა და მოსკოვს შორის უთანხმოებები გაჩნდა

22-11-2022 19:51:31 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უთანხმოება წარმოეშვა რუს ინვესტორთან, რომელმაც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა განახორციელოს. ამის შესახებ "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მიერ დღეს ჩატარებული თათბირის დროს გახდა ცნობილი, რომელსაც მოსკოვიდან დაბრუნდებული დე ფაქტო ვიცე-პრემიერი/ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანიც ესწრებოდა.

როგორც თათბირზე ოზგანმა აღნიშნა, უთანხმოებები ეხება უმთავრესად რეკონსტრუქციის ეტაპებსა და ობიექტების საკუთრების საკითხს.

თავის მხრივ, ბჟანიამ განაცხადა, რომ საკუთრების საკითხში აფხაზური მხარის პოზიცია "პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს: ასაფრენი ბილიკი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის საკუთრებაში უნდა დარჩეს".

  • მიმდინარე წლის აგვისტოში სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელდა ფოტო, რომელიც ტელეოპერატორმა კრისტინა ოზგანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას გადაიღო. ფოტო რუსული მხარის მიერ შემოთავაზებულ გეგმას ასახავს, რომელშიც, მათ შორის, "რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში გადამავალი" ობიექტებია ჩამოთვლილი. მათ შორისაა ასაფრენი ბილიკი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ასევე აეროვაგზლის კომპლექსის შენობები, წინამდებარე მოედანი და გასამართი სადგური, აფხაზეთის საკუთრებად კი მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზადაა ნახწენები.

ოზგანის მოსკოვში ვიზიტის შედეგად დადასტურდა ასევე, რომ პროექტის ინვესტორი პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფი "საბაზისო ელემენტია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები