პუტინი ერევანში ჩავიდა

23-11-2022 18:36:00 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანში ჩავიდა.

როგორც მედია წერს, პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა.

23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა.

სესიაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები. წევრები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად შედეგებს. მნიშვნელოვანი საკითხი იქნება კრიზისებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესება და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებები.

***

სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში ქვეყნებს შორის მომხდარი მასშტაბური შეტაკების შემდეგ, სომხეთში სულ უფრო ხშირად ჟღერს ОДКБ–ს დატოვების შესახებ მოწოდებები. ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია ერევანში 22 ნოემბერსაც გაიმართა. დემონსტრანტები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლასთან ერთად, ქვეყნაში ვლადიმირ პუტინის და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებითაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები