23-11-2022 20:20:27
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დღეს "სიმამაცისა და სახალხო ერთობის დღე" აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით ცხინვალის შესასვლელთან სახელისუფლებო მიტინგი ჩატარდა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, "ოსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის" მონაწილეებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ღონისძიებაზე გაგლოევმა აღნიშნა, "1989 წლის 23 ნოემბერი სამხრეთ ოსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია".
"33 წლის წინ ოსი ბიჭები ცოცხალ ფარად დადგნენ და დაიცვეს ჩვენი ხალხის თავისუფლება, სამართლიანობა, ჩვენი ეროვნული განვითარების ჩვენივე ნებით განსაზღვრის უფლება, მშობლიურ ენაზე საუბრის შესაძლებლობა", – განაცხადა გაგლოევმა.