პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

24-11-2022 10:28:54 პოლიტიკა ,საზოგადოება

"მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო", - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“თავისი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით, თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟებისათვის სულის შთაბერვით.

ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები