ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ს ტოვებს

24-11-2022 10:48:30 საზოგადოება

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის მფლობელისა და მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, არხს ტოვებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"როდესაც "რუსთავი 2" ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო "რუსთავი 2"-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული"რუსთავი 2"-ში რჩება", - წერს იმნაიშვილი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მანამდე იგი საქართველოში ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს. მას წლების განმავლობაში აქვს BBC-ს პროდიუსერად მუშაობის გამოცდილება.

იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი 2019 წელს გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები