24-11-2022 12:37:22 საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა რეზიდენტი მოგზაურების 693 400 გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531 800 შეადგინა, რაც 3.3-ჯერ აღემატება 2021 წლის III კვარტლის მონაცემებს. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (314 500) და რუსეთის ფედერაციაში (79 400) განხორციელდა.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287 700 ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის თანახმად, III კვარტალში ვიზიტების უმეტესობის (43.7%) მიზანი საყიდლები იყო.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში, განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 6.3 იყო. ვიზიტების 95.7% განმეორებითი ხასიათისაა.
2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014 ლარი შეადგინა.